ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი მომავალ საპრეზიდენტო არჩვენებში მიიღებს მონაწილეობას


პუტინი მომავალ საპრეზიდენტო არჩვენებში მიიღებს მონაწილეობას
პუტინი მომავალ საპრეზიდენტო არჩვენებში მიიღებს მონაწილეობას

დიმიტრი მედვედევმა განაცხადა,რომ ამიერიდან პრაქტიკულ საქმიანობას დაუთმობს ყურადღებას.

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინის კანდიდატურა წამოაყენა.

პუტინს გარანტირებული აქვს ამ არჩევნებში გამარჯვება, მას შემდეგ, რაც ოთხი წლის წინათ რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად იძულებული გახდა დროებით გადამდგარიყო ქვეყნის მეთაურის თანამდებობიდან.

რუსეთის სახელისუფლებო პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას დიმიტრი მედვედევმა განაცხადა,რომ ამიერიდან პრაქტიკულ საქმიანობას დაუთმობს ყურადღებას. თავის მხრივ ბატონმა პუტინმა მედვედევი პარტიული სიის სათავეში დააყენა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შესთავაზა.

დიმიტრი მედვედევის მიერ გატარებული საკონსტიტუციო ცვლილებების წყალობით, რუსეთში პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა ოთხიდან ექვს წლამდე გაიზარდა.

XS
SM
MD
LG