ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა აფრიკის ქვეყნებს საერთაშორისო ვალდებულებს ახსენებს


ამერიკა აფრიკის ქვეყნებს საერთაშორისო ვალდებულებს ახსენებს

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი იზიარებს ადამიანთა უფლებათა დაცვის ჯგუფის შეშფოთებას.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოებს ტერიტორიული საზღვრების მკაცრი კონტროლისაკენ მოუწოდებს და ამასთანავე საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას ახსენებს. ეს უკანასკნელი კი ლიბიიდან გაქცეული კადაფის მთავრობის წევრების დაკავებასა და ქვეყნიდან წაღებული ქონების კონფისკაციას ითვალისწინებს.

მოწოდება, რომელიც ნიგერიში ამ კვირის დასაწყისში ჩავიდა, ლიბიის ყოფილ სამხედრო ოფიცრებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს გადაეცათ. მათგან არც ერთი კადაფის დაახლოებულ პირთა სიაში არ მოიაზრება და ასევე საერთაშორისო სანქციები არ ეკისრებათ.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ვიქტორია ნულანდის განმარტებით, ვაშინგტონისათვის ცნობილია რომ, ნიგერის ტერიტორიის გადაკვეთაზე მდებარე ლიბიის სამხრეთ საზღვარი 200 სატრანსპორტო საშუალებამ გადაკვეთა, რომელსაც დაახლოებით 20-დან - 25 ლიბიელი გადაყავდა.

პრესპიკერის განცხადებით, შეერთებული შტატები ასევე დაუკავშირდა მალის, მავრიტანიის, ჩადისა და ბურკინა ფასოს მთავრობებს, რომელთაც გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს მიერ ლიბიის თაობაზე გამოქვეყნებული რეზოლუციის პირობების შესრულებისაკენ და საზღვრების დაცვისაკენ მოუწოდა.

პარალელურად ამერიკის ელჩი ნიგერში - ბისა ვილიამსი ქვეყნის პრეზიდენტს - მაჰამადუ ისოუფუს შეხვდა, რომლებმაც ნიგერის საზღვარზე ტრანსპორტის ინციდენტის შესახებ ისაუბრეს. მათთვის ცნობილი იყო რომ ლიბიელთა ერთი ნაწილი, დედაქალაქ ნიამეს მახლობლად მდებარე დასახლებულ ადგილებში დაცვის ქვეშ იმყოფებოდნენ. მათი მდგომარეობის შესახებ, ნიგერის მთავრობა ლიბიის გარდამავალ ეროვნულ საბჭოსაც დაუკაშირდა.

პენტაგონის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ არ მოეპოვება საბოლოო ინფორმაცია მუამარ კადაფის მიერ ლიბიის დატოვების შესახებ.

ამასთანავე, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი იზიარებს ადამიანთა უფლებათა დაცვის ჯგუფის შეშფოთებას ლიბიაში კადაფის მომხრეებად ეჭვმიტანილი შავკანიანი ლიბიელებისა და აფრიკელი ემიგრანტების უსაფუძვლო დაკავებისა და შეურაცხყოფის თაობაზე.

ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ჯგუფებმა “საერთაშორისო სანქციამ” და “ჰუმან რაითს ვოჩმა” ეროვნულ გარდამავალ საბჭოს შავკანიანი ლიბიელებისა და აფრიკელი ემიგრანტების შევიწროების შეწყვეტა დაუყონებლივ მოსთხოვეს.

“ჰუმან რაითს ვოჩის” ინფორმაციით კადაფის მთავრობამ ის აფრიკელები გადაიბირა, რომლებიც ჩადის, სუდანისა და სხვა ქვეყნების ბრძოლებში მონაწილოებდნენ. თუმცა, აქვე, ““ჰუმან რაითს ვოჩი“ იმასაც დასძენს რომ ათასობით აფრიკელი ლიბიაში წლების განმავლობაში მუშაობდნენ და ამიტომ უსაფრთხოების ძალებმა მათი დაკავება კანის ფერის მიხედვით არ უნდა მოახდინონ.

XS
SM
MD
LG