ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევი ავიამშენებლობის ინდუსტრიის რეფორმირებას გეგმავს


მედვედევი ავიამშენებლობის ინდუსტრიის რეფორმირებას გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ავიამშენებლობის ინდუსტრიის რეფორმირების აუცილებლობის შესახებ განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება ავიაკატასტროფის ადგილზე გააკეთა, რომლის დროსაც რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი ჰოკეის გუნდი დაიღუპა.

დიმიტრი მედვედევის განცხადებით, აუცილებელია მოძველებულ თვითმფრინავებზე უარის თქმა და რუსეთის საჰაერო ფლოტის განახლება. მისი თქმით, თუ რუსეთს არ შეუძლია თანამედროვე ავიალაინერების წარმოება, მაშინ ქვეყანამ ისინი საზღვარგარეთ უნდა შეიძინოს.

ამასობაში მაშველებმა იაკ-42 ტიპის თვითმფრინავის დაღუპული მგზავრების ცხედრები აღმოაჩინეს. იაროსლავიდან აფრენილი ავიალაინერი რამდენიმე წუთში მდინარე ვოლგაში ჩავარდა მოსკოვიდან 240 კილომეტრის დაშორებით. ამ კატასტროფას 43 ადამიანის სიცოცლხე ემსხვერპლა.

კატასტროფაში დაღუპულ იაროსლავის ლოკომოტივის ჰოკეისტთა გუნდში საერთაშორისო დონის ვარსკვლავები თამაშობდნენ. კატატსროფას ორი ადამიანი გადაურჩა - ჰოკეისტი და ეკიპაჟის ერთი წევრი, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან.

XS
SM
MD
LG