ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა გაეროს რეზოლუციას შესაძლოა მხარი დაუჭიროს


.
.

სირიის უშიშროების ძალები ორი დღეა ანტი-სამთავრობო დემონსტრაციებს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სოფლებში სამხედრო ძალის გამოყენებით ახშობს.

სირიაში საყოველთაო ანტი-სამთავრობო გამოსვლები გრძელდება. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მან შესაძლოა პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადთან დაკავშირებით გაეროს კატეგორიული ტონის შემცველ რეზოლუციას მხარი დაუჭიროს, ოღონდ იმ პირობით, თუ რეზოლუცია მეამბოხეების ქმედებებსაც მისცემს შეფასებას - აცხადებს პრეზიდენტი მედვედევი.

სირიის უშიშროების ძალები ორი დღეა ანტი-სამთავრობო დემონსტრაციებს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სოფლებში სამხედრო ძალის გამოყენებით ახშობს. სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით დღეს დილით მათ საგუშაგოსთან პატარა ბიჭი მოკლეს.

სირიის ოპოზიციის ლიდერმა ამირ ქურაბმა დღეს დილით უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთის პოზიციის გამო. ქურაბის განცხადებით რუსეთმა სირიის პოლიტიკური კრიზისის დარეგულირებაში უფრო აქტიური და პოზიტიური როლი უნდა ითამაშოს. სირიის ოპოზიციის დელეგაცია ამჟამად რუსეთში იმყოფება.

XS
SM
MD
LG