60-იანი წლების საპნის ოპერა "შავი აჩრდილები" რეჟისორმა ტიმ ბარტონმა გადააკეთა და ახალი კინოკომედია გადაიღო.
საშინელებათა ჟანრის სტილში გადაღებულ შავი იუმორით აღსავსე ფილმში მთავარ გმირს ტიმ ბარტონის საყვარელი მსახიობი ჯონი დეპი თამაშობს. მის ბიძაშვილს ჰოლივუდის ვარსკვლავი მიშელ ფაიფერი განასახიერებს.
ფილმი "შავი აჩრდილები" ტიმ ბარტონის მერვე ფილმია, რომელშიც ჯონი დეპი მთავარ როლს ანსახიერებს. მათი შემოქმედებითი პარტნიორობა 1990 წელს ფილმ "მაკრატელხელება ედვარდით" დაიწყო.
ახალ კინოკომედიაში 70-იანი წლების მუსიკა და ცნობილი როკ მომღერლის ალის კუპერის სიმღერები ჟღერს.