ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაიროში კვლავ გამოსვლებია


ქაიროში კვლავ გამოსვლებია

გარდამავალი სამოქალაქო ადმინისტრაციის შექმნის მიზანი, ახლანდელი მმართველი სამხდერო საბჭოს შეცვლაა

ეგვიპტეში აქციის მონაწილეები გარდამავალი სამოქალაქო მთავრობის შექმნის მოთხოვნით ქაიროს ცენტრში შეიკრიბნენ. ეგვიპტელი სამხედროების განცხადებით, მომიტინგეების მიმართ უმკაცრესი ზომები იქნება გატარებული, თუ ახლანდელი პოლიტიკური დაძაბულობა დაუყონებლივ არ განიმუხტა.

ფელდ მარშალი ჰუსეინ ტანტავის თქმით, მმართველი სამხდერო საბჭო მომიტინგეებს უფლებას არ მისცემს ჩაერიოს ორშაბათს პარლამენტში დაგეგმილ კენჭის ყრის პროცესში.

ახალგაზრდა რევოლუციონერთა ჯგუფმა, რომლებიც საპროტესტო აქციას სათავეში უდგანან, ოპოზიციის ლიდერის, ნობელის პრემიის ლაურიატის მუჰამედ ელბარადეის გარდამავალი სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშვნა მოითხოვეს. გარდამავალი სამოქალაქო ადმინისტრაციის შექმნის მიზანი, ახლანდელი მმართველი სამხდერო საბჭოს შეცვლაა.

ელბარადეის განცახდებით, იგი უარს არ იტყვის შემოთავაზებაზე, თუკი მას ოფიციალურად სთხოვენ აღნიშნული მთავრობის ხემლძღვანელობას.

XS
SM
MD
LG