ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკასა და ეგვიპტეს შორის ურთიერთობა დაიძაბა


ამერიკასა და ეგვიპტეს შორის ურთიერთობა დაიძაბა

ერთობლივი სამხედრო წვრთნების დაწყების გადავადება, ეგვიპტის შეშფოთებამ გამოწივია.

ამერიკისა და ეგვიპტის ხელისუფლების განცახდებით, გადაწყვეტილება ერთობლივი სამხედრო წვრთნების გადადების შესახებ, შედეგია ეგვიპტეში არსებული გარდამავალი პოლიტიკური ვითარებისა. სწორედ ამიტომ, ყოველივე ეს განხეთქილების მიზეზი არ უნდა გახდეს. თუმცა, საპირისპირო მოსაზრების თანახმად, ერთობლივი სამხედრო წვრთნების დაწყების გადავადება, ეგვიპტის შეშფოთებამ გამოწივია, რომელიც შეერთებული შტატების განზრახვასა და მოტივაციას უკავშირდება.

ეგვიპტის სამხედრო ხელმძღვანელობას მართვის ყოველგვარი ბერკეტი გააჩნია. რევოლუციიდან შვიდი თვის შემდეგ, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაკის ქვეყნიდან გაძევება და სამხედროებისათვის დროებითი ძალაუფლების გადაბარება გამოიწვია, ახლანდელი მმართველობა ცდილობს ყოველგვარი პოლიტიკური პროცესების კურსში იყოს და თავიანთი ტრადიციული მოვალეობა შეასრულოს.

ექსპერტი ჰიშმან კასსემი ამბობს რომ ერთობლივი „ბრაით სტარ“-ის სამხედრო სწავლებების ორ-წლიან შეჩერბას გარკვეული მნიშვნელობა აქვს.

„სამხედროები, დელტის გადასწვრივ თუ ზემო ეგვიპტის გარშემო, ანდა სინაიში, ძირითადად ქვეყნის უსაფრთხოებაზე არიან ორიენტირებულნი და სავსებით არ მაოცებს ფაქტი ვარჯიშების გადავადების შესახებ,“ აღნიშნა ექსპერტმა კასსემმა.

თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილება ვაშინგტონსა და კაიროს შორის არსებული დაძაბულობიდან გამომდინარეობს. ეგვიპტე შეერთებული შტატებს არასამთავრობო ორგანიზაციების პირდაპირ დაფინანსებაში ადანაშაულებს.

ამერიკის სახელმწიფო დეფარტამენტი მიუღებლად მიაჩნია ამგვარი კრიტიკა და ფულად დახმარების დადებითად თვლის. მათი თქმით, ამ ყველაფერს სულაც არ ააქვს პოლიტიკური ელფერი.

XS
SM
MD
LG