ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიაში პრემიერ მინისტრის ინაუგურაცია შედგა


იაპონიაში პრემიერ მინისტრის ინაუგურაცია შედგა

ცერემონიამდე ადრე ახალმა პრემიერმა პრეს კონფერენციაზე მარტის მიწისძვრის აღდგენითი სამუშაოები შეაფასა

დღეს, იმპერატორის სასახლეში იაპონიის ახალი პრემიერ მინისტრისა და კაბინეტის ინაუგურაცია გაიმართა.

ამერიკის ხმის კორესპონდენტი სტივ ჰერმანი იუწყება, რომ ცერემონიამდე ადრე ახალმა პრემიერმა პრეს კონფერენციაზე მარტის მიწისძვრის აღდგენითი სამუშაოები შეაფასა.

ბატონი იოშიჰიკო ნოდას განცხადებით, აუცილებელია დაჩქარდეს კატასტროფის შედეგების დაძლევის პროცესი და აღნიშნა, რომ იაპონია ვერ გამთლიანდება ფუკუშიმას რეგიონის განახლების გარეშე, სადაც არაერთი სოფელი და ქალაქი დაიცალა რადიაციის გამო.

ნოდამ დასძინა, რომ დროა იაპონიის ეკონომიკის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, თუ ქვეყანას სურს რომ თავიდან აიცილოს კრედიტუნარიანობის რეიტინგი შესუსტება. მან „გაბედული ეკონომიკური და ფისკალური რეფორმებისკენ“ მოუწოდა და უპირატესობა მიანიჭა გადასახადების მატებას.

და ბოლოს, იაპონიის ახალმა პრემიერ მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ალიანსი მისი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედად დასახა, თქვა რა, რომ ამასთან ერთად, გაფართოვდება ურთიერთობები აზიის სახელმწფოებთან.

XS
SM
MD
LG