ახლად გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ამერიკაში ჩადენილი დანაშაულისას გამოყენებული იარაღის ნახევარზე მეტი ამერიკის სხვადასხვა შტატიდან გააქვთ.
დღეს, ორგანიზაციის განცხადებით, რომლის სახელწოდებაა „მერები არალეგალური იარაღის წინააღმდეგ" იარაღის გატანა ყველაზე ხშირად ამერიკის ათი შტატიდან დაფიქსირდა. ამ შტატებს შორის არის ფლორიდა, ვირჯინია, ტეხასი და კალიფორნია.
თუმცა ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ კენტუკის, ალასკის, მისისიპისა და დასავლეთ ვირჯინიის შტატებიდან თითო სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი იარაღი გააქვთ სხვა შტატებში.
აღნიშნული ორგანიზაცია, თავის ვებ გვერდზე წერს, რომ მთავარი ამოცანაა იმ ამერიკელთა მხარდაჭერა, რომლებსაც სრული უფლება აქვთ საკუთარი თავი უკანონოდ შეიარაღებული დამნაშავეების მოქმედებებისგან იარაღით დაიცვან.