ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თბილისშია


თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. საქართველოში ორდღიანი ვიზიტი სომხეთის ლიდერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრით დაიწყო.

საუბრის დასრულებისთანავე, პრემიერ-მინისტრებმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე, მედიასთან ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. მათ ხაზი გაუსვეს ორმხრივ ურთიერთობებს, სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და ორი მეზობელი ქვეყნის მტკიცე მეგობრობას.

"მრავალჯერ აღმინიშნავს, რომ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. დარწმუნებული ვარ, რომ ამისთვის ყველა წინაპირობა არის. ეჭვგარეშეა, რომ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ისტორიულ მემკვიდრეობას ეფუძნება, მყარ საფუძველს უქმნის ჩვენს თანამშრომლობას. კმაყოფილებით ვაფიქსირებ, რომ დღეს ახალი ფაქტორები გაჩნდა, რომელიც ჩვენს მეგობრობას განუყოფელს ხდის და კიდევ უფრო აძლიერებს თანამშრომლობის ჩვენს მისწრაფებას" - თქვა პრემიერმა ფაშინიანმა და მადლობა გადაუხადა პრემიერ გახარიას სომხეთის დელეგაციის "საქართველოში მოწვევისა და თბილი მიღებისთვის".

ვიზიტის განმავლობაში სომხეთის პრემიერი ასევე ხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს; პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს; საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქ ილია მეორეს და ადგილობრივი სომხური თემის წარმომადგენლებს.

XS
SM
MD
LG