ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბათუმში საერთაშორისო კონფერენციას უცხოელი სტუმრები ესწრებიან


ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, ვიზიტით იმყოფება. ის პარტია “ქართული ოცნების” ლიდერს, ბიძინა ივანიშვილსა და ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ისევე, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტუსკმა განაცხადა: “„რუსეთის გადაწყვეტილება, რომ შეწყვიტოს ფრენები საქართველოში, არის დისპროპორციული, უსამართლო და არაფრით არ არის გამართლებული. ევროკავშირი ამ შემთხვევაში სოლიდარულია სრულად საქართველოს მიმართ. ჩვენ მთლიანად, კვლავ და კვლავ ვადასტურებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას."

სალომე ზურაბიშვილმა, საერთაშორისო კონფერენციის გახსნისას, აღნიშნა, რომ "საქართველო არის მშვიდობიანი ერი და თავისთავად არის ქვეყანა, რომელიც არასოდეს არ დასხმია თავს არც ერთ ქვეყანას. ჩვენ გვინდა, რომ ოკუპაციის საკითხი გადაწყდეს მშვიდობიანად და დიპლომატიური არხებისა და გზების გამოყენებით."

ტუსკი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, და ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ამ ორს- ღირებულებები აერთიანებთ. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ვაჟა-ფშაველას სიტყვები ქართულად წაიკითხა და თავისი გამოსვლა ქართულად დაასრულა, სიტყვებით: “დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოს!”

ბატონი ტუსკის ოპოზიციურ ძალებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, დონალდ ტუსკთან შეხვედრაზე ოპოზიციური ძალების მიერ გაჟღერებული ძირითადი გზავნილი ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყანაში ოპოზიციის წარმომადგენლებთან დამოკიდებულებას და დევნას შეეხებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG