ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი აიფედი გაყიდვაშია


ახალი აიფედი გაყიდვაში უკვე ათ ქვეყანაშია. მაღაზიების შესასვლელთან უშველებ რიგებეს შენიშნავთ; ყველას სურს პირველმა შეიძინოს მესამე თაობის აიფედი.

ფასები დაახლოებით 500 დოლარიდან იწყება; კოპმანია “ეფლის” ახალ პროდუქტს უფრო სწრაფი ოპერატიული სისტემა აქვს, გრაფიკულადაც მაღალი ხარისხითა და გაუმჯობესებული ვიდეო კამერით ხაისათდება. ექსპერტების თქმით, ახალი პროდუქტი ბევრად არ განსხვავდება წინამორბედისაგან, თუმცა ჰონ-კონგის უნივერსიტეტის პროფესორი ჯინო იუ ამბობს რომ ეს მომავლის გამოგონებაა:

“ვფიქრობ ახალი აიფედი ძალიან პოპლარული იქნება; მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა აღარასდროს გაეკარება ნოუთბუქებსა და ტრადიციულ კომიუტერებს; ახალი აიფედი განსაკუთრებით მედიის წარმომადგენელბისთვისაა ხელსაყრელი.”

მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ადამიანი არც თუ ძალიანაა მოხიბული “ეფლის” ახალი პროდუქციით. ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი შეშფოთებას გამოთქვამს “ეფლის” პროდუქციის დამამზადებლებზე. მათ მუშების მდგომარეობა აღელვებთ.

“ჩვენ, ამერიკაში, იმ პროდუქციას ვყიდულობთ, რომლის დამამზადებლებზე არც კი ვფიქრობთ. მხოლოდ, რაღაც, ორიოდე დოლარის დამატებით, კომპანია “ეფლს, ჩინეთში, მუშებისათვის, გაცილებით კარგი სამუშაო პირობების შექმნა შეუძლია.”

მშრომელთა დამცველი ასოციაცია ჩინეთის საწარმოებში “ეფლის” კომპანიის სამუშაო პირობებს იკვლევს. კვლევის წინასწარმა შედეგებმა აჩვენა რომ, საწარმოები სავალალო მდგომარეობაში არიან, მუშებს საოცრად დაბალი ხელფასები აქვთ და მძიმე სამუშაო რეჟიმის გამო თვითმკვლელობამდეც მიდიან.

„ეფლის“ მწარმოებელი “ფოქსიკონი” სახელფასო განაკვეთის 25 პროცენტამდე გაზრდას გეგმავს, თუმცა მუშები “ფოქსიკონის” მენეჯმენტს საცხოვრებელი ფართისა და საკვებისათვის თანხის მომატებასაც სთხოვენ:

კომპანიის მოწინააღმდეგეებმა 250,000 ხელმოწერა უკვე შეაგროვეს, რომლითაც საწარმოს ხელმძღვანელობას რეალური მოქმდებისაკენ უბიძგებენ.

“ეფლის წარმოამდგენლობა სხაგვარად ფიქრობს; მათ ჩვენი მოთხოვნები უნდა გაიზარონ; ისინი ბაზარზე პირველები არიან და ამიტომაც ვალდებულეი არიან მუშების დაცვის სტრატეგიაზე იზრუნონ,-“ ამბობს ერთ-ერთი მოწინაღმდეგე.

მომხმარებელთა დიდი ნაწილი აღნიშნულ პრობლემაზე ფიქრით თავს არც კი იწუხებს. ისინი ახალი აიფედის ყიდვას სულმოუთქმელად მოელიან.

კომპანია “ეფლმა,” 2010 წლიდან, დღემდე 55 მილიონზე მეტი პროდუქცია უკვე გაყიდა; ექსპერტები იმასაც ვარაუდობენ, რომ ახალი აიფედი წელს 60 მილიონზე მეტი გაიყიდება.

XS
SM
MD
LG