ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წყნარი ოკეანის ქვეყნების სამიტმა მუშაობა დაასრულა


ამერიკა წყნარი ოკეანის ქვეყნების ბლოკში ეკონომიკური მაჩვენებლებით ლიდერობას ისევ ინარჩუნებს

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:03:18 0:00
ბმული

ჩინეთის და ინდოეთის ნელი ეკონომიკური ზრდა მსოფლიო ეკონომიკაზე თავის უარყოფით გავლენას ახდენს. ამის შესახებ აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ლიდერებმა ინდონეზიაში, კერძოდ ბალიში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე იმსჯელეს, სადაც ვაჭრობის მოცულობის გაზრდაზე და პროტექციონიზმზე უარის თქმაზე შეთანხმდნენ. კეიტ ლემბი ჯაკარტიდან მოგვითხრობს.



აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკურ სამიტის ბოლო დღეს ფორუმში მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელშიც არის მოწოდება ფრთხილი და საპასუხისმგებლო პოლიტიკის წარმართვით გლობალური ვაჭრობის მოცულობის გაზრდის შესახებ.


ლიდერების შეფასებით, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროცესები საკმაოდ ნელი ტემპით მიდის, ამიტომ მათ განაცხადეს რომ მსოფლიოს ეკონომიკის დაუძლურების ფონზე, რომლის პერსპექტივა აშკარად არის, თავი უნდა აარიდონ პროტექციონიზმის პოლიტიკას.


2013 წელს, აზიის წამყვან ეკონომიკურ ქვეყნებში ჩინეთში და ინდოეთში ეკონომიკურმა რყევებმა აზიის განვითარების ბანკი აიძულა გადაეხედა მის მიერ შემუშავებული ოთხწლიანი გეგმისთვის და იქ გარკვეული ცვლილებები შეიტანა.


ინდონეზიის პრეზიდენტმა სუსილო ბამბანგ იოდოიონომ სამშაბათს ფორუმის მონაწილეებს განუცხადა, რომ გლობალური ეკონომიკის სტაბილურობისთვის ურთიერთთანამშრომლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.


სუსილო ბამბანგ იოდოიონო: ურთიერთკავშირები და კოოპერაცია შედეგად გამარჯვებას მოიტანს, და ეს უფრო მეტად მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც გლობალური ეკონომიკური სიტუაცია ჯერ ბოლომდე არ არის გამოსწორებული.


სამიტის მუშაობის დროს გამართულ შეხვედრებზე, ზოგიერთ ქვეყანას იმედი ჰქონდა რომ გარკვეულ წარმატებებს მიაღწევდნენ და შევიდოდნენ 12-ქვეყნიან ბლოკში, რომელიც წყნარი ოკეანის ქვეყნებს აერთიანებს.


ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ბლოკის გაფართოებაზე მოლაპარაკებებს სათანადო იმპულსი არ ჰქონდა, ვინაიდან მათი თქმით ამის მიზეზი ის იყო, რომ სამიტს ვერ დაესწრო პრეზიდენტი ბარაკ ობამა. შეერთებულ შტატებზე, რომელიც სავაჭრო ბლოკის ლიდერი ქვეყანაა, ჩინეთის გამოკლებით, ყოველწლიურად 28 ტრილიონ დოლარამდე ეკონომიკური ზრდა მოდის.
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადეს, რომ ორივე ქვეყანა ვაჭრობის სფეროში ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით იმუშავებს. კერიმ ასევე კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავის პოზიცია იმის შესახებ, რომ აზია ამერიკისთვის ვაჭრობის სფეროში უმნიშვნელოვანეს პარტნიორად რჩება.


მსოფლიოს ლიდერები სავაჭრო ურთიერთობების და კავშირების გაღრმავების და ეკონომიკური რყევების შესახებ საუბრობდნენ, რომელიც განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებს საფრთხეს უქმნის. ინდონეზიის პრეზიდენტმა კრიზისიდან გამოსვლის მიზნით ვაჭრობის მოცულობის გაზრდა ყველაზე მნიშვნელოვან შემადგენელ კომპონენტად დაასახელა.


სუსილო ბამბანგ იოდოიონო: არასაკმარისი რესურსების გამო ისინი შეთანხმდნენ რომ რეგიონში ვაჭრობა გაგრძელდეს საკვები პროდუქტების, ელექტროენერგიის და წყლის სფეროში. ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურება გამომდინარეობს მოსახლეობის ზრდის ტენდენციით და გლობალური დათბობის პრობლემით, რომელმაც გარემოზე თავისი გავლენა იქონია. ბალიში გამართულ სამიტზე ამ საკითხებთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომა დაფიქსირდა.


ბალიში გამართული სამიტის შემდეგ მასში მონაწილე ქვეყნების ლიდერები მეზობელ ქვეყანაში -ბრუნეში გადაინაცვლებენ, სადაც ხვალ აღმოსავლეთ აზიის ფორუმი დაიწყებს მუშაობას.


სამხრეთ აზიის ქვეყნების წარმომადგენლები ძირითად ყურადღებას აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ბლოკის ეკონომიკურ ურთიერთობებს დაუთმობენ. ბლოკი დამოუკიდებლად მუშაობას სავარაუდოდ 2015 წლიდან შეუდგება.
XS
SM
MD
LG