ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანტონიო ბანდერასი ამბობს, რომ კორონავირუსი დაუდგინდა


მსახიობი ანტონიო ბადნერასი ამბობს, რომ კორონავირუსი დაუდგინდა და თავის მე-60 დაბადების დღეს კარანტინში ატარებს.

ესპანელმა მსახიობმა დიგანოზის შესახებ ინფორმაცია ორშაბათს გაავრცელა სოციალურ ქსელ ინსტრაგრამში. ბანდერასის თქმით, დროს იზოლაციაში წიგნის კითხვაში, წერასა და "მე-60 წლისთვის მნიშვნელობის შესაძენად გეგმების დაწყობაში" გაატარებს.

ანტონიო ბანდერასი ოსკარის დაჯიდოებაზე, 2020 წლის 9 თებერვალი
ანტონიო ბანდერასი ოსკარის დაჯიდოებაზე, 2020 წლის 9 თებერვალი

"მინდა დავამატო, რომ შედარებით კარგად ვარ, უბრალოდ იმაზე მეტად ვიღლები, ვიდრე სხვა დროს და ვიმედოვნებ, რომ მალე გამოვჯანმრთელდები. მივყვები სამედიცინო ინსტრუქციებს, რომლებიც იმედი მაქვს დამეხმარება ინფექციის დამარცხებაში, რომლისგანაც მე და უამრავი ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით ვიტანჯებით", დაწერა ბანდერასმა.

2020 წლის დასაწყისში ბანდერასი ამერიკის კინო აკადემიამ ის მამაკაცის საუკეთესო როლის ჯილდოზე წარადგინა პედრო ალმადოვარის ფილმისთვის "ტკივილი და დიდება".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG