ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანტი-ამერიკული გამოსვლები ბანკოკსა და ტაილანდში


დაგეგემილი საპროტეტსო აქციის გამო ბანკოკში ამერიკის საელჩო დაიხურა

ანტი ისლამური ვიდეოს საპროტესტო დემონსტრაციები ბანკოკზე და ტაილანდსა და ინდოეთის კონტროლირებად ქაშმირზეც გავრცელდა.

ალ ყაიდას დაჯგუფებამ ლიბიაში ამერიკის საელჩოზე განხრციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

დაგეგემილი საპროტეტსო აქციის გამო ბანკოკში ამერიკის საელჩო დაიხურა.
ამ ფონზე ჩრდილოეთ აფრიკაში მოქმედმა ალ ყაიდას დაჯგუფების ფილიალმა მომავალი თავდასხმების შესახებ მუქარის მიმართვა გაავრცელა. მიმართვაში აღნიშნულია, რომ ანალოგიური თავდასხმები განხორიცელდება ალჟირში, ტუნისში, მოროკოსა და მავრიტანიაში მოქმედ ამერიკის საელჩოებზეც.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, ამერიკელი კონგრესმენები ანტი-ამერიკული პროტესტის შეფასებას ითხოვენ და აინტერესებთ, თუ როგორ აპირებას ობამას ადმინისტრაცია უცხოეთში ამერიკელი დიპლომატების დაცვას. ნულანდის განცხადებით, ჰილარი კლინტონი ამერიკელ კანონმდებლებს თავის გამოსვლაში განუმარტავს, რომ შეერთებული შტატები ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში მოვლენილი ახალი ლიდერების სიცოცხლეს და უსაფრთხოებასმტკიცედ დაიცავს:

„ის ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნებში ცვლილებების და დემოკრატიის სადარაჯოზზე დგანენ, კვლავაც გააგრძელებენ საკუთარ საქმაინობას. ჩვენ არ მივცემთ მცირერიცხოვან ბრბოს ლიბიის, ტუნისის, ეგვიპტისა თუ იემენის მომავალი ჩაუხშონ.“

გასულ კვირას ისლამის საწინააღმდეგო ვიდეოს გამო საპროტესტო აქციები 20 ქვეყანაში ჩატარდა. ლიბიაში საპროტესტო აქცია ძალადობაში გადაიზარდა, რომლის შედეგადაც ამერიკის ელჩი და საკონსულოს სამი თანამშრომელი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG