ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაკავებულია ანტი-ისლამური ფილმის შემქმნელი


ნაკულა ბასელი ნაკულა სასამართლოს წინაშე წარსდგება

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, პოლიციამ ანტი-ისლამური ფილმის სავარაუდო შემქმნელი დააკავა. ფილმის გამოსვლის დღიდან მუსულმანურ სამყაროში საპროტესტო აქციების ტალღა აგორდა.

ლოს ანჯელესის შტატის პროკურატურის წარმომადგენლის, ტომ მროზეკის განცხადებით, ნაკულა ბასელი ნაკულა დააპატიმრეს და ის სასამართლოს წინაშე წარსდგება, სადაც საპროცესო მოსმენა გაიმართება.

ნაკულა, სავარაუდოდ, ფსევდონიმია პიროვნებისა სახელად სემ ბასილე. არსებული მონაცემებით, სწორედ მისი ძალისხმევით შეიქმნა ფილმი „მუსლიმთა უმანკოება". თვის დასაწყისში ის ერთხელ უკვე დაკითხეს.

XS
SM
MD
LG