ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანიტა რაჭველიშვილი "მეტროპოლიტენ ოპერის" საუკეთესო ათეულშია


ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი "მეტროპოლიტენ ოპერის" საუკეთესო მომღერლების ათეულში მოხვდა. „ანიტა რაჭველიშვილს, უდაოდ, საუკეთესო სეზონი ჰქონდა. მან სამი ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ სეზონზე. თითოეული მათგანი ერთმანეთზე უკეთესი იყო და სხვადასხვა ფორმა, გამოხატულება ჰქონდა“- ნათქვამია გამოცემა „Opera Wire”-ის სტატიაში.

ანიტასთვის 2019 წელი ამ წარმატებით არ დაწყებულა. იანვარში, მან 2018 წელს ჩაწერილი სადებიუტო ალბომისთვის “Anita” Opera Awards-ის საუკეთესო სოლო ალბომების ნომინაციაში ყოფნა დაიმსახურა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG