ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანგელა მერკელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, თბილისს უახლოეს მომავალში გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ესტუმრება. დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გერმანიის ელჩს საქართველოში, ჰაიკე ფაიჩს უმასპინძლა. ანგელა მერკელის ვიზიტის საკითხზე საუბარიც სწორედ ამ შეხვედრაზე შედგა.

მხარეებმა ასევე განიხილეს ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობები. საუბარი შედგა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე, გერმანული ინვესტიციების ზრდაზე საქართველოში და განათლების მნიშვნელობაზე მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფის საქმეში.




XS
SM
MD
LG