ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ფართო გლობალური არქიტექტურა“


50-ზე მეტი ქვეყნის ლიდერმა ხელი მოაწერა ვალდებულებას მსოფლიოში ბირთვული იარაღის მარაგების შემცირების შესახებ. დღეს სეულში ბირთვული უსაფრთხოების თემაზე გამართული ბოლო სესია დასრულდა და ამით ორდღიანი კონფერენციაც დამთავრდა. პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით საერთაშორისო თანამეგობრობამ სერიოზული ნაბიჯები უნდა გადადგას ბირთვული შეიარაღების შემცირების მიზნით. მისი თქმით, საკმაოდ დიდია ის პროგრესი რაც 2010 წლის ვაშინგტონის სამიტის შემდეგ იქნა მიღწეული, ხოლო ამ მიზნის განხორციელების შედეგი კი იქნება „ფართო გლობალური არქიტექტურის“ შექმნა, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის უსაფრთხოებას კიდევ უფრო განამტკიცებს და სათავეს დაუდებს ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენებას.

XS
SM
MD
LG