ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი მამები


ამერიკელი მამაკაცები მეუღლის სამსახურის გამო, შვილის მოვლაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:32 0:00
ბმული

ნიუ იორკში, ბრუკლინის გარეუბნის ერთერთ ბინაში ლუნა და მისი მამა დეივ ბენჯოია კვირის დღეებს ერთად ატარებენ. დეივი ერთერთია იმ მრავალრიცხოვან ამერიკელ მამებს შორის, ვინც მეუღლის სამსახურის გამო შინ რჩება და ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

„ჩემი მეუღლე ჩემზე მეტს მუშაობს. ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა და შემიძლია ჩემს გოგონასთან ერთად მთელი დღეები გავატარო. ამ ურთიერთობას ხომ ვერაფერი შეცვლის.“

ნიუ იორკში ფუნქციონირებს ჯგუფი, რომელსაც სახელად ნიუ იორკის მამები ქვია და მასში მომავალი ან დამწყები მამები არიან გაწევრიანებული.
ჯგუფის დამფუძნებელი ლანს სომერფილდი ამბობს, რომ გამოცდილ მამებს ჯგუფის შეკრებებზე ბავშვები მოჰყავთ და მომლოდინე ან დამწყებ მამებს შვილების კვებასა და პამპერსის გამოცვლაში ავარჯიშებენ.

„მსგავის სწავლება ძალზე ეფექტურია. ახალგაზრდა მამებს ვეტერან მამებთან შეხვედრა და გამოცდილების გაზიარება უდავოდ ეხმარება“-ამბობს ლანს სომერფილდი.

მაიკლ კიმელი სტონი ბრუკის უნივერსიტეტში სოციოლოგიის დარგის სპეციალისტია. ის აღნიშნავს, რომ მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნებში ახალგაზრდა მამებს სურთ შვილების აღზრდაში უფრო მეტი მონაწილეობა მიიღონ:

„იაპონიაში, სინგაპურსა და ავსტრალიაში მამაკაცებს სურვილი აქვთ კარგი მამები იყვნენ. ამ მხრივ განსხვავებული არც ევროპაა. თუმცა, როდესაც მთავრობის პოლიტიკის მიზანი ხდება, რომ ახალგაზრდებს სამსახურის და ოჯახის დაბალანსებაში დაეხმაროს, ეს განსაკუთრებით საგულისხმოა.“

ახალგაზრდა მამა დეივ ბენჯოია თავისი გოგონას შესახებ აღფრთოვანებით საუბრობს:

„ჩემს თვალწინ ვითარდება, სწავლობს კონტაქტში შემოსვლას, ესმის სიტყვები და ცდილობს თვითონაც გამოთქვას - ყველაფერი ეს ისეთ სიხარულს მანიჭებს, შემიძლია მთელი დღე მასთან ერთად ვიყო.“

თუმცა ექსპერტი მაიკლ კიმელი ამბობს, რომ ბავშვზე ზრუნვა ხშირად მოსაბეზრებელიცაა. თუმცა მამის მსგავსი განწყობა ბავშვზე ძირითადად არ აისახება.

კვლევები ადასტურებს, რომ ბავშვები , ვის აღზრდაშიც მამებმა დიდი როლი შეასრულეს, ბევრად უფრო ბედნიერი და ჯანმრთელი არიან. ისინი სკოლაშიც კარგად სწავლობენ და აგრესიულობაც ნაკლებად ახასიათებთ.
XS
SM
MD
LG