ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეცნიერებმა ამერიკელების კომპეტენტურობა შეაფასეს


კვლევის თანახმად, ამერიკელები სხვა ეროვნების ადამიანებს კითხვის, მათემატიკის და პრობლემის გადაჭრის უნარებში ჩამორჩებიან

ახალი კვლევით დადგინდა, რომ ზრდასრული ამერიკელები სამუშაო ადგილებზე სხვა ეროვნების მოსამსახურეებთან შედარებით ბევრად ნაკლები უნარით გამოირჩევიან. კვლევის თანახმად, ეს ფაქტი შეერთებული შტატების ეკონომიკის განვითარებას განსაკუთრებით უშლის ხელს.

სამშაბათს გამოცემული კვლევის თანახმად, ამერიკელები სხვა ეროვნების ადამიანებს კითხვის, მათემატიკის და პრობლემის გადაჭრის უნარებში ჩამორჩებიან.

კომპეტენციის საერთაშორისო შეფასების სააგენტომ დაადგინა, რომ ამერიკელები სამუშაო ადგილზე ბევრად უფო ნაკლები კომპეტენტურობით გამოირჩევიან, ვიდრე იაპონელები, ფინელები და დანიელები.

ავსტრალიის და კანადის მოქალაქეები ამერიკელებს მათემატიკის, კითხვის და პრობლემის გადაჭრის დროს ტექნოლოგიის გამოყენების უნარითაც ჯობნიან.

თუმცა ბოლო კვლევამ ისიც გამოავლინა, რომ მწირი განათლების და უნარების მქონე ადამიანებს ანაზღაურებაც შესაბამისად დაბალი აქვთ ან მათი უმეტესობა ძირითადად უმუშევარია.
XS
SM
MD
LG