ამერიკის უდიდესი საკაბელო ტელევიზიის ოპერატორი “კომკასტი” ბრიტანულ მაუწყებელს “სქაის” 31 მილიარდს სთავაზობს. მოულოდნელი სვლა სერიოზული გამოწვევა ხდება გლობალური მედია-მაგნატის რუპერტ მარდოკისთვის, რომელსაც “სქაის” შესყიდვა სურდა.
მარდოკის “ფოქსი” ევროპული მედია გიგანტის 39 პროცენტს უკვე განკარგავდა და დარჩენილი 61 პროცენტის შესყიდვას გეგმავდა. 86 წლის მედია-მაგნატს ხელი ბრიტანულმა რეგულაციებმა შეუშალა, რომელიც მას ქვეყნის მედიის საშუალებებზე სრული მონოპოლიის უფლებას, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არ აძლევს. მარდოკი “სქაის” წილის გარდა, ასევე ფლობს ორ ლონდონურ ბეჭდვით გამოცემას. ესენია “სანი” და “თაიმსი”.
“კომკასტის” ხელმძღვანელის ბრაიან რობერტის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, “სქაის” შესყიდვა კომპანიისთვის “ევროპაში ზრდის პლატფორმა” გახდება. საკაბელო ტელევიზიის პროვაიდერობასთან ერთად, “კომკასტი” ფლობს ტელეკომპანია “ენ-ბი-სის” და ჰოლივუდის “იუნივერსალ ფიქჩერს”.
Facebook Forum