ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერდოკი თანამდებობიდან გადადგა


სატელეფონო მოსმენების სკანდალმა რუპერტ მერდოკის რეპუტაცია დიდ ბრიტანეთში საგრძნობლად შელახა

მედია მაგნატი რუპერტ მერდოკი კომპანიის დანაწევრებასთან დაკავშირებით გავრცელებული სპეკულაციების ფონზე ნიუს კორპორეიშენის კონგლომერატში შემავალი რამდენიმე საბჭოს მეთაურის პოსტიდან გადადგა.

გადაწყვეტილება განაპირობა სკანდალურმა სპეკულაციებმა, რომელიც ერთი წლის წინ მერდოკის მედია იმპერიის წინააღმდეგ აგორდა.

სატელეფონო მოსმენების სკანდალმა რუპერტ მერდოკის რეპუტაცია დიდ ბრიტანეთში საგრძნობლად შელახა. ამიტომაც საპარლამენტო კომისიამ გადაწყვიტა 81 წლის ოლიგარქისთვის თანამდებობიდან გადადგომის რეკომენდაცია გაეკეთებინა.

XS
SM
MD
LG