ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალჟირში დაღუპული მძევლები იპოვეს


საფრანგეთმა ალჟირის ხელისუფლების ქმედება გაამართლა

ალჟირის ოფიციალური პირების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა უდაბნოში მდებარე გაზის საბადოზე ისლამისტების მიერ დახოცილი მძევლების ცხედრები იპოვეს.

უსაფრთხოების ჩინოსნების განცხადებით, აღმოსავლეთ ალჟირში მდებარე აინ ამენასის კომპლექსში 25 ცხედარი იპოვეს. როგორც ცნობილია, შაბათს ალჟირის უსაფრთხოების ძალებმა იერიში მიიტანეს ისლამისტებზე. ალჟირის ახალი ამბების სააგენტოს ცნობით, ისლამისტებმა ოპერაციის დროს, შვიდი მძევალი მოკლეს, ხოლო უსაფრთხოების ძალებმა კი 11 ისლამისტი გაანადგურეს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა სამი ბრიტანელი მძვეალის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა. ასევე შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა ერთი ამერიკელი მძევლის დაღუპვა. საფრანგეთმა ალჟირის ხელისუფლების ოპერაცია მოიწონა განაცხადა, რომ ალჟირმა ვითარების შესაბამისად იმოქმედა.
XS
SM
MD
LG