ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთი მალის ქალაქს ბომბავს


მალიში სამხედრო ძალებს დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური საზოგადოების წევრი ქვეყნებიც აგზავნიან

საფრანგეთის სამხედრო ავიაციამ მალიში ქალაქი დიაბალი დაბომბა. თვითმხილველთა განცხადებით, ფრანგულმა თვითმფრინავებმა იერიში ისლამისტების მიერ ქალაქის დაპყრობიდან სულ რამდენიმე საათში შუაღამით დაიწყეს. დიაბალი დედაქალაქ ბამაკოდან 400 კილომეტრში მდებარეობს. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათი სამხედრო კონტიგენტი მალიში 750-დან 2 500-მდე გაიზრდება.
სონი უგოს, დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური საზოგადოების კომუნიკაციათა დირექტორის თქმით, ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა საჯარისო ფორმირებები მალიში სასწრაფოდ უნდა გააგზავნონ, რათა პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება, დედაქალაქის და მთლიანად ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფა შეძლონ.

დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით, მალიში სამხედრო ძალებს ნიგერია 24 საათის განმავლობაში ჩაიყვანს. მალის ჩრდილოეთით გამაგრებული ისლამისტების დაწინაურების შემდეგ დასავლეთ აფრიკის ქვეყნები წინასწარ დაგეგმილ შეიარაღებული ძალების განთავსებას მაქსიმალურად აჩქარებენ.
XS
SM
MD
LG