ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლები მალიში


France Mali Fighting
France Mali Fighting

საფრანგეთის ავიაცია ისლამისტებს უტევს

საფრანგეთის სამხედრო ძალებმა მალიში ისლამისტების პოზიციებზე მიიტანეს შეტევა. ავიაციამ ჩრდილოეთში მდებარე ქალაქი გაო დაბომბა, რომელსაც ისლამისტი მეამბოხეები აკონტროლებენ. პარალელურად დასავლეთ აფრიკის კავშირის სამხედრო ძალები დედაქალაქ ბამაკოში ჩავიდნენ, სადაც ისლამისტების შეტევის მოგერიება მოახერხეს.

ტელევიზიით გამოსვლისას საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ საჰაერო იერიშები ისლამისტებზე ორშაბათსაც განხორციელდება. მისი თქმით, დედაქალაქ ბამაკოში უკვე განლაგდა 400 ფრანგი ჯარისკაცი. ისინი იქ მყოფ ფრანგ და სხვა ევროპელ მოქალაქეებს დაიცავენ. საფრანგეთის ძალები გაიგზავნა ასევე ქალაქ მოფთში, რომელიც დედაქალაქიდან 500 კილომეტრით არის დაშორებული.
XS
SM
MD
LG