ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო და ამერიკა უკრაინას დამატებით დახმარებას პირდება


ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები პირობას დებენ, რომ უკრაინას დამატებით თანხებს და ტექნიკას მისცემენ, რათა დაეხმარონ ელექტროენერგიისა და გათბობის სისტემების აღდგენაში. რუსეთი ოქტომბრის თვიდან მოყოლებული უკრაინის ენერგო და წყლის ინფრასტრუქტურებს ბომბავს.

ნატოს ბუქარესტის ორდღიან სამიტზე, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ დაეხმარონ უკრაინას მილიონობით მოქალაქე დაიცვას და ასევე უზრუნველყოს გათბობა მკაცრი ზამთრის პირობებში. ნატოს სამიტზე განიხილება კიევის სამხედრო დახმარებაც.

"ნატო გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას. ჩვენ უკან არ დავიხევთ",- თქვა იენს სტოლტენბერგმა, ნატოს გენერალურმა მდივანმა ბუქარესტში მიმდინარე სამიტზე.

სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი "ცდილობს, რომ ზამთარი ომის იარაღად გამოიყენოს" ამის მიზეზი კი ისაა, რომ რუსეთი ომს აგებს ფრონტის ხაზზე. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, დასავლეთი უკრაინას ამ სიტუაციასთან გამკლავებაშიც დაეხმარება.

სამიტის დაწყებამდე ამერიკელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ განიხილება უკრაინისთვის დამატებითი დახმარების, მათ შორის ფულადი, ელექტროენერგიის გადამცემი აღჭურვილობისა და დამატებითი იარაღის გაცემა უკრაინისთვის.

XS
SM
MD
LG