ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის დიდი ნაწილი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე რჩება


ენერგოქსელებზე განხორციელებული რუსული სარაკეტო თავდასხმების ბოლო ტალღიდან თითქმის ერთი კვირის შემდეგ, უკრაინის დიდი ნაწილი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

ენერგოქსელის ეროვნული ოპერატორი Ukrenegro აცხადებს, რომ ორშაბათიდან, რამდენიმე ელექტროსადგურის საგანგებო გათიშვისა და ზამთრის დადგომისას მოხმარების გაზრდის შემდეგ, ელექტროენერგიის დეფიციტი ოდნავ გაიზარდა.

მარიუპოლის ქრონიკა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:07:32 0:00

„29 ნოემბრის, 11:00 საათის მონაცემებით, ენერგომწაროემბელბი, მოხმარების 70%-ს უზრუნველყოფენ. ამ დროისთვის, მარაგის დეფიციტი 30%-ია. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ენერგეტიკულ სისტემაში ზოგადი დეფიციტი, ენერგო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტი თავდასხმების შვიდი ტალღის შედეგია“ - ნათქვამია, „ფეისბუქსა“ და „ტელეგრამზე“ გავრცელებულ Ukrenergo-ს განცხადებაში.

ოქტომბრის დასაწყისიდან, რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემაზე რეგულარული სარაკეტო თავდასხმები განახორციელა. განსაკუთრებით ფართომასშტაბიანი ზიანი, გასულ ოთხშაბათს გაოხორციელებულმა თავდასხმამ გამოიწვია.

DTEK, უკრაინის უდიდესი კერძო ენერგომწარმოებელმა ორშაბათს განაცხადა, რომ კიევში მომხმარებელებისთვის ენერგომომარაგებას, 60%-ით შეამცირებს. ეს მაშინ, როცა კიევში ტემპერატურა ნულს დაბლაა.

ხელისუფლება მოსახლეობას ელექტროენერგიის ეკონომიურად გამოყენებისკენ მოუწოდებს.

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის მიერ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმები ომის დანაშაულია. მოსკოვი კი ამტკიცებს, რომ დარტყმებს სამხედრო სამიზნეებზე ახორციელებს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG