ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორშაბათს კრემლმა უარყო რუსეთის მთავრობის მიერ ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა. მთავრობის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა.

პარასკევს ამერიკის სპეციალურ გამომძიებელთა გუნდის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, არალეგალურ „საინფორმაციო ომში“ რუსეთის 13 მოქალაქე და 3 ორგანიზაცია იყო ჩართული. მათი ქმედებების საბოლოო და სასურველი შედეგი კი დონალდ ტრამპის გამარჯვება იყო.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორისა და სპეციალური გამომძიებლის რობერტ მალერის გუნდის წევრების თქმით, რუსეთის მოქალაქეები და ორგანიზაციები შეთანხმებულად მოქმედებდნენ იმისთვის, რომ შეელახათ დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეთა რეპუტაცია და ინტერნეტ სივრცეში თავს წარმოაჩენდნენ როგორც ამერიკის პოლიტიკურ აქტივისტებს, გეგმავდნენ და ახორციელებდნენ სხვადასხვა ღონისძიებასა თუ აქციას.

თუმცა გამომძიებლებს ამ ეტაპზე არ აქვთ მტკიცებულებები იმისა, ჰქონდათ თუ არა ამ პირებთან რაიმე ტიპის კავშირი ტრამპის კამპანიის წევრებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG