ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში ისიც დაკითხონ.

დონალდ ტრამპმა ეს განცხადება ოთხშაბათს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. საქმე ეხება წინასაარჩევნო კამპანიისას რუსეთის ხელისუფლებასთან მისი კამპანიის წარმომადგენლების შესაძლო კავშირს.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მის ახლო წრეს რუსეთთან „არანაირი კავშირი“ არ ჰქონია, „რასაც ვერ ვიტყვით დემოკრატებზე“, დასძინა დონალდ ტრამპმა. „ესაა კუდიანებზე ნადირობა, რომელიც ისევ გრძელდება“.

გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალურმა გამომძიებელმა რობერტ მალერმა პრეზიდენტის ადვოკატებს აცნობა, რომ მათ დონალდ ტრამპისტვის კითხვების დასმა სურთ. თუმცა პრეზიდენრი გამოძიებას „დემოკრატების ფარსს“ უწოდებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG