ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთსა და აფრიკას შორის ურთიერთობა ღრმავდება


საფრანგეთსა და აფრიკას შორის ურთიერთობა ღრმავდება

საფრანგეთისა და აფრიკის ქვეყნების სამიტი სავაჭრო და ეკონომიკური განვითარების საკითხებს დაეთმო.

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი 40 აფრიკული ქვეყნის ლიდერს მასპინძლობს. ისინი დღეს სამხრეთ საფრანგეთში მდებარე საკურორტო ქალაქ ნიცაში 25-ე ყოველწლიური აფრიკა-საფრანგეთის სამიტზე შეიკრიბნენ.

ორ-დღიან სამიტზე საფრანგეთისა და აფრიკის 200-ზე მეტი ფირმაა წარმოდგენილი. სამიტზე კერძო მეწარმეების მოწვევა ბატონი სარკოზის ინიციატივა იყო. სამიტის მიზანი ორმხრივი სავაჭრო კავშირების გაღრმავებაა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა წლევანდელ სამიტზე, ჩვეულებისამებრ, საფრანგეთის ყოფილი აფრიკული კოლონიების გარდა კონტინენტის სხვა სახელმწიფოთა ლიდერებიც დაპატიჟა. თუმცა საფრანგეთის მთავრობამ არ დაპატიჟა სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი და ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე.

XS
SM
MD
LG