ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბების ახალი შეტყობინება


ეს განცხადებაც შინაარსით თალიბების მიერ ბოლო წლებში გამოქვეყნებულ სიძულვილით აღსავსე გზავნილებს წააგავს

ამერიკისა და ნატოს ჯარების მეთაური ავღანეთში გენერალი ჯონ ალენი აცხადებს, რომ თალიბების განდეგილმა ლიდერმა რამადანის დასრულებას ახალი გზავნილი მიუძღვნა და რომ მულა ომარის სიტყვები მკვლელობის სურვილით, სიძულვილითა და უიმედობით აღსავსე შეტყობინებაა.

ალენმა დააკონკრეტა რომ მულა ომარის მიერ იდ-ალ-ფითრის დროსგაკეთებული განცხადება თალიბების ოპერაციებზე, შურისძიებაზე, სიკვდილსა და ტყუილზეა ორიენტირებული და რომ შინაარსით თალიბების მიერ ბოლო წლებში გამოქვეყნებულ სიძულვილით აღსავსე გზავნილებს წააგავს.

ამერიკელი გენერალი დასძენს, რომ მულა ომარის ბოლო განცხადება აჩვენებს იმ ადამიანის სახეს, რომლისთვის პირადი ძალაუფლება და გავლენა ავღანელი ხალხის მომავალზე უფრო მნიშვნელოვანია.
XS
SM
MD
LG