ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბები ავღანეთში გაქტიურდნენ


ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, ქაბულში დასრულდა ბრძოლები თალიბების მიერ ხელში ჩაგდებულ სასტუმროსთან, რომლის დროსაც სულ ცოტა 20 ადამიანი დაიღუპა.
ქაბულის გარეუბანში მდებარე „სფოზმაის“ სასტუმროში თალიბანის მეომრები 12 საათის განმავლობაში იყვნენ გამაგრებულნი. ავღანეთის მთავრობის განცხადების თანახმად დაღუპულთა შორის 16 სამოქალაქო პირია, სამი სასტუმროს დაცვის წევრი და ერთი პოლიციის ოფიცერი.
ხუთშაბათს უცხოელებით სავსე სასტომროში ავტომატებით და ყუმბარმტყორცნებით შეიარაღებული ხუთი თალიბი შეიჭრა, რომლებმაც ჯერ დაცვის სამსახურის წევრები დახოცეს და შემდეგ სასტუმროს ბინადრებს გაუხსნეს ცეცხლი.
ტბის პირას მდგარ სასტუმროში 250 სტუმარი იმყოფებოდა, რომელთა ნაწილმა ახლომდებარე ტყეს შეაფარა თავი. ავღანეთის უშიშროების ძალებმა 40-მდე მძევლის განთავისუფლება მოახერხეს.
ტერორისტებთან ბრძოლაში ნატოს საბრძოლო შვეულმფრენებიც მონაწილეობდნენ. თავდასხმაზე პასუხიმგებლობა თალიბებმა იკისრეს, რომლებმაც ამ სასტუმროს გარყვნილების ბუდე უწოდეს, სადაც რეგულარულად ეწყობოდა ორგიები მეძავეთა მონაწილეობით.
XS
SM
MD
LG