ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლეონ პანეტას განცხადება


ავღანეთში აშშ-ის და ალიანსის ქვეყნების დამსახურებით, 11 წლის შემდეგ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა აცხადებს, რომ ავღანეთში აშშ-ის და ალიანსის ქვეყნების დამსახურებით 11 წლის შემდეგ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა.

ეს განცხადება პანეტამ სამშაბათს ვაშინგტონში გააკეთა, ავღანეთში რამდენიმედღიანი ვიზიტის შემდეგ, სადაც იგი სამხედრო გენერლებს და ავღანეთის ლიდერებს შეხვდა.

პანეტას განცხადებით, ავღანეთის პარტიის ლიდერებს თალიბი მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლაში ფუნდამენტალურ პროგრესის სჯერათ.

დეკემბრის დასაწყისში პენტაგონმა კონგრესს წერილობით მიმართა, სადაც აღნიშნავდა, რომ წელს მეამბოხეთა შეტევების რაოდენობამ შედარებით იმატა. ამიტომ პანეტას აზრით, 2014 წლამდე კოალიციამ ამ მხრივ ყურადღება განსაკუთრებით უნდა გააძლიეროს.

XS
SM
MD
LG