ავღანეთის დედაქალაქში ამერიკული სამხედრო კონტრაქტორი კომპანიის შენობასთან მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.
ხელისუფლების ცნობით, აფეთქების შედეგად ორი ავღანელი მუშა დაიღუპა და ათზე მეტი დაიჭრა. თალიბანის წარმომადგენლის განცხადებით, თვითმკვლელი ტერორისტის სამიზნე ის ამერიკული კომპანია იყო, რომელიც სამხედრო ბაზებისთვის მშენებლობას ახორციელებს.
ასევე დღეს, ნანგახარის პროვინციაში ნაღმზე აფეთქების შედეგად ათი მცირეწლოვანი გოგონა დაიღუპა. ისინი ტყეში შეშას აგროვებდნენ. დაღუპულთა ოჯახებს ავღანეთში ამერიკული ჯარების სარდალმა გენერალმა ჯონ ალენმა მისამძიმრა.