ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში აფეთქებებია


სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი ქვეყანაში ვიზიტს აგრძელებს

ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, თვითმკვლელი ტერორისტების ჯგუფმა იერიში პოლიციის შენობაზე მიიტანა. ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ჯალალაბადში მდებარე პოლიციის ოფისში სულ ცოტა ორი ტერორისტი შეიჭრა და მესამემ კი თავი შესასვლელთან აიფეთქა. დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა ზუსტდება.

პარალელულრად, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან მოლაპარაკებათა მეორე რაუნდს მართავს. ორშაბათს პრესკონფერენციაზე კერიმ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების და თალიბანის საკითხებზე სრული თანხმობაა.
XS
SM
MD
LG