შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ქაბულში სამშვიდობო მოლაპარაკებებში თალიბთა მონაწილეობის შესახებ ისაუბრეს. კერის ვიზიტი წინ უძღვის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც შეერთებულმა შტატებმა ავღანეთს ბოლო პატიმრები უნდა გადასცეს.
კერიმ აღნიშნა, რომ ამერიკის სამხედრო ძალების მიერ ავღანელი პატიმრების გადაცემის ფაქტი, ვაშინგტონის მიერ ავღანეთის სუვერენიტეტის მიმართ პატივისცემას გამოხატავს.
პატიმრების გადაცემაზე შეთანხმება კერის ქაბულში ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა.