ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის პრეზიდენტის ვიზიტი


ვიზიტის მთავარი თემა ყატარში თალიბანის წარმომადგენლობის გახსნა იქნება

ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ყატარის საამიროში ჩავა ოფიციალური ვიზიტით.

ვიზიტის მთავარი თემა ყატარში თალიბანის წარმომადგენლობის გახსნა იქნება, რომელმაც ავღანეთის 11 წლიანი ომის დასასრულს დაპირსპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკების დაწყებას უნდა შეუწყოს ხელი.

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი შეერთებულ შტატებს თალიბებთან საიდუმლო მოლაპარაკების დაწყებაში ადანაშაულებს ავღანეთის დღევანდელი ხელისუფლების ზურგსუკან, რასაც ვაშინგტონი კატეგორიულად უარყოფს.
XS
SM
MD
LG