ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში კიდევ ერთი გატაცება მოხდა


გატაცების მიზეზი ნათელი არ არის და პასუხისმგებლობაც არავის აუღია საკუთარ თავზე

სამშაბათს, ქაბულში, შეიარაღებულმა პირებმა საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გაიტაცეს. ეს ქვეყანაში მნიშვნელოვანი პირის ბოლო გატაცებაა.

პოლიციამ თქვა, რომ აჰმად შაჰ ვაჰიდი ჩრდილოეთ ქაბულის ხირ ხანას რაიონში თავისი ავტომობილიდან მაშინ გადმოიყვანეს, როცა სამსახურისკენ მიდიოდა.

გატაცების მიზეზი ნათელი არ არის და პასუხისმგებლობაც არავის აუღია საკუთარ თავზე.

ავღანეთის ბევრი ოფიციალური პირი, ბოლო წლებში, გამოსასყიდის მიღების მიზნით იქნა გატაცებული, ზოგიერთი კი მოკლეს.

ეს გატაცება საპრეზიდენტო არჩევნებიდან ათი დღის შემდეგ მოხდა. თვითონ არჩევნები შედარებით მშვიდობიანად ჩატარდა.

ხმების წინასწარი დათვლის შედეგად, ყოფილი ფინანსთა მინისტრი აშრაფ განი და ოპოზიციური პოლიტიკოსი აბდულა აბდულა ლიდერობენ. საბოლოო შედეგები მომავალ თვეში გასდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG