ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში კიდევ ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა


ავღანეთში ნატოს სამხედრო მისიამ ორშაბათს, კიდევ ერთი ამერიკელი ჯარისკაცის „საბრძოლო ვითარებაში“ დაღუპვის შესახებ გამოაცხადა. რომლითაც ამ წელს, ავღანეთში მოკლული ამერიკელი სამხედროების რიცხვი 17-მდე გაიზარდა. „მტკიცე მხარდაჭერის“ განცხადებაში აღნიშნული არ არის, თუ ჯარისკაცი როგორ დაიღუპა ან ეს ავღანეთის რომელ პროვინციაში მოხდა. მისიის მოკლე განცხადებაში ნათქვამია: „შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის წესების თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სახელი არ გაცხადდება, სანამ მისი ოჯახისთვის შეტყობინების დასრულებიდან 24 საათი არ გავა.“

ასევე ცნობილი არ იყო, საბრძოლო მოქმედება თალიბან მეამბოხეებთან იყო დაკავშირებული თუ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანურ განშტოებასთან დაკავშირებულ შეიარაღებულ დაჯგუფებასთან.

ავღანეთში განლაგებული ამერიკული ჯარებისთვის, მიმდინარე წელი ყველაზე სისხლიანი იყო 2015 წლის დასაწყისის შემდეგ, როდესაც ვაშინგტონმა სამხედრო მისია შეკვეცა.

ორშაბათს გამოცხადებული დაღუპვა, შეერთებულ შტატებსა და თალიბანს შორის ჩაშლილი მოლაპარაკებებიდან ერთ კვირაზე მეტი დროის გასვლის შემდეგ მოხდა

ორი მხარე ახლო იყო შეთანხმებასთან, რომლითაც შეერთებული შტატები ქვეყნიდან ჯარებს გამოიყვანდა, ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი დასრულდებოდა და თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის მოლაპარაკება დაიწყებოდა.

თუმცა, 7 სექტემბერს, პრეზიდენტმა ტრამპმა ამერიკა-თალიბანის მოლაპარაკებები ჩაშლილად გამოაცხადა, როდესაც ერთი დღით ადრე, ქაბულში, ავტომობილი-ბომბით განხორციელებულმა თავდასხმამ 12 ადამიანი, მათ შორის ამერიკელი ჯარისკაცი და მისი რუმინელი პარტნიორი იმსხვერპლა.

ტრამპმა იმავდროულად პირობა დადო, რომ მეამბოხეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს გააძლიერებდა. მან თქვა, რომ ამერიკულმა ძალებმა „ბოლო ოთხი დღის განმავლობაში თალიბანს უფრო ძლიერად დაარტყეს, ვიდრე ეს ათი წლის განმავლობაში მომხდარა.“

ავღანეთი 28 სექტემბერს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება და უახლოეს დღეებში მეამბოხეების მხრიდან ძალადობის ზრდას მოელიან. თალიბანი დაიმუქრა, რომ არჩევნების ორგანიზატორების და საარჩევნო უბნების დასაცავად განლაგებული უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ თავდასხმებს მოაწყობს და ხმის მიცემის პროცესს ჩაშლის.

სამშაბათს, ამ თავდასხმაზე პაასუხისმგებლობა თალიბანის დაჯგუფებამ აიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG