ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანმა კიდევ ერთი პოზიცია დაიკავა


თალიბანმა ავღანეთში კიდევ ერთი უბანი დაიკავა ჩრდილოეთ თახარის პროვინციაში. ეს უკვე მესამე ტერიტორიაა, რომელიც სექტემბრის თვეში თალიბანმა დაიპყრო. ჯავად ჰეჯრიმ, თახარის პროვინციის გუბერნატორმა, მედიასთან საუბარში თქვა, რომ ავღანეთის თავდაცვის ძალებმა 2-დღიანი შეტაკებების შემდეგ უკან დაიხიეს.

ოფიციალური პირები უარყოფენ თალიბანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაცვის 20 თანამშრომლის სიკვდილთან დაკავშირებით. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ შეტაკებებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სამხედრო დაპირისპირება ჩრდილოეთ თახარის პროვინციაში, რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა კი ხელისუფლებისგან მეტ მხარდაჭერას მოითხოვს.

დანაკარგთან ერთად, ჯარს წინსვლაც ჰქონდა. მათ ბადახშანის პროვინციაში 2 უბანი დაიბრუნეს გასულ კვირას. ერთ-ეთი მათგანს, ვარჯოდს, თალიბანი 5 წლის განმავლობაში აკონტროლებდა.

ავღანეთი ახლა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება, რომელიც 28 სექტემბერს გაიმართება. არჩევნებს თალიბანი ღიად უპისპირდება. თალიბებმა მოსახლეობა გააფრთხილეს თავი შორს დაიჭირონ ნებისმიერი საარჩევნო აქტივობისგან.

კვირის დასაწყისში, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მხარეებს მშვიდობიანი მოლაპრაკებებისკენ მოუწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG