ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანმა ავღანეთში ორი თავდასხმა მოაწყო


თალიბანის მებრძოლები
თალიბანის მებრძოლები

დღეს თალიბანის მებრძოლები აღმოსავლეთ ავღანეთში სასამართლოს შენობაში შეიჭრნენ და ხუთი სამოქალაქო პირი და ერთი პოლიციელი მოკლეს.

ქალაქ ღაზნიში თავდასხმა თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქებით დაიწყო, რასაც სამი შეიარაღებული თავდამსხმელის შენობაში შეჭრა მოჰყვა. შეიარაღებული დაპირისპირება ერთ საათს გაგრძელდა. ინციდენტი პოლიციის მიერ სამივე თავდამსხმელის ლიკვიდირების შემდეგ დასრულდა.

დღესვე, ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ბალხის პროვინციაში იმპროვიზირებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად დაიღუპა პოლიციის მაღალჩინოსანი და დაშავდა პოლიციის ოთხი თანამშრომელი.

ამ თავდასხმაზეც თალიბანმა აიღო პასუხისმგებლობა.

XS
SM
MD
LG