ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში თალიბანმა სამხედრო ბანაკი დაიპყრო


თალიბანის მებრძოლებმა ჩრდილოეთ ავღანეთში სამხედრო ბაზა ჩაიგდეს ხელში და მთავრობის ათობით ჯარისკაცი მოკლეს.

ორშაბათს ღამით, ფარიაბის პროვინციის გორმახის რაიონში განლაგებული ჩენაიას ბანაკის დაცემა, ორდღიან ბრძოლებს მოჰყვა. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ავღანეთის ეროვნული არმიის ბაზა მას შემდეგ დაკარგეს, რაც ჯარისკაცებმა დამხმარე ძალა, საჰაერო მხარდაჭერა ვერ მიიღეს და ტყვია-წამალი და სხვა მასალები გაუთავდათ.

დღეს, რეგიონულმა სამხედრო და სამთავრობო ოფიციალურმა პირებმა“ამერიკის ხმას“ დაუდასტურეს, რომ ბაზაზე განლაგებული 70 ჯარისკაციდან 40 თალიბანს ჩაბარდა. მათ თქვეს, რომ დანარჩენები ან მოკლეს, ან შეტაკების დროს ახლომდებარე მთებისკენ გაიქცნენ.

ბანაკ ჩენაიას დაპყრობა მას შემდეგ მოხდა, რაც ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა, ამერიკული საჰაერო იერიშების და სამხედრო მრჩევლების დახმარებით, სამხრეთ აღმოსავლეთის სტრატეგიულ ქალაქ ღაზნიზე კონტროლი დაიბრუნეს. ქალაქის აღებას, წინ თალიბანთან დღეების განმავლობაში მიმდინარე სასტიკი ბრძოლები უძღოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG