ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაღუპული ამერიკელები ჩამოასვენეს


დაღუპული ამერიკელები ჩამოასვენეს
დაღუპული ამერიკელები ჩამოასვენეს

შაბათს ავღანეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ცხედრებს დღეს შეერთებულ შტატებში ჩამოასვენებენ. როგორც ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, ეს ფაქტი ომის მიმდინარეობაზე და გეგმებზე გავლენას ვერ მოახდენს. თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით ჩამოსვენების ცერემონია მედიისთვის დახურული იქნება. მათ დოვერის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ჩამოასვენებენ. თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, გრძელდება დაღუპულთა იდენტიფიკაცია. ამერიკელთა სატრანსპორტო ვერტმფრენი შაბათს თალიბების წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციის დროს ჩამოვარდა, რის შედეგადაც 30 ამერიკელი ჯარისკაცი, 7 ავღანელი სამხედრო და ერთი ავღანელი თარჯიმანი დაიღუპა. ამერიკელთა შორის 22 ჯარისკაცი ელიტარული დანაყოფის წევრი იყო.

XS
SM
MD
LG