ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში აშშ-ს 31 სპეცრაზმელი დაიღუპა


ავღანეთში აშშ-ს 31 სპეცრაზმელი დაიღუპა
ავღანეთში აშშ-ს 31 სპეცრაზმელი დაიღუპა

ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის განცხადებით შეერთებული შტატების სპეცდანიშნულების რაზმის 31 მებრძოლი და 7 ავღანელი კომანდოსი დაიღუპა სამხედრო შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად.

პრეზიდენტმა კარზაიმ სამძიმარი უთხრა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაქ ობამას და დაღუპულთა ოჯახებს. ვარდაკის პროვინციაში მომხდარი ეს ინციდენტი ყველაზე უფრო დიდი მსხვერპლით გამოირჩევა ავღანეთში მიმდინარე თითქმის 10 წლიანი ომის განმავლობაში.

დასავლეთის კოალიციურმა ძალებმა დაადასტურეს ეს ინფორმაცია, თუმცა არაფერი უთქვამთ ტრაგედიის მიზეზებზე. ამავე დროს მათ აღიარეს, რომ აღნიშნულ რაიონში მოწინააღმდეგის ძალების კონცენტრაცია შეინიშნებოდა.

თალიბების განცხადების თანახმად ამერიკული სამხედრო შვეულმფრენი რაკეტით ჩამოაგდეს, როდესაც მან იერიში მიიტანა ავღანელი პარტიზანების დისლოკაციის ადგილზე.

XS
SM
MD
LG