ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზებს იკვლევენ


ამერიკული ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზებს იკვლევენ

ნატო აცხადებს, რომ მიმდინარეობს გამოძიება ამერიკის არმიის ვერტმფრენის კატასტროფასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც 38 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ამერიკის სპეც-დანიშნულების რაზმის წევრები.

ვარდაკის რეგიონალური გუბერნატორი მოჰამედ ჰალემ ფაიდაი აცხადებს:

„ჩემი აზრით, გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ. გამოძიება მსხვერპლის ზუსტ რაოდენობას და ავარიის გამომწვევ მიზეზებს დაადგენს.“

თალიბების ინფორმაციით, შვეულმფრენი პარასკევს მათ ჩამოაგდეს. ვარდაკის პროვინციაში ბრძოლა დღემდე გრძელდება.

თვითმხილველების თქმით, შვეულმფრენს ჩამოვარდნამდე რაკეტა მოხვდა. ეს თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ნატოს ჯარებმა თალიბების პოზიციაზე იერიში მიიტანეს და 8 თალიბი მოკლეს.

XS
SM
MD
LG