ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოკლულია თუ არა მულა ომარი?


ავღანეთის მთავრობა აცხადებს, რომ იძიებს ინფორმაციას მულა ომარის გარდაცვალების შესახებ. თალიბები და მეამბოხეთა ჯგუფთან დაახლოებული წყაროები უარყოფენ თალიბანის ერთ-ერთი ლიდერის მოკვლის ფაქტს.

ავღანეთში თალიბანი და მეამბოხეთა ჯგუფთან დაახლოებული წყაროები უარყოფენ ინფორმაციას თალიბანის ერთ-ერთი ლიდერის მულა ომარის გარდაცვალების შესახებ. თალიბანის სპიკერი, რომელსაც ამერიკის ხმა დაუკავშირდა, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ დაჯგუფების ლიდერი ცოცხალია.

ქაბულში კი ავღანეთის მთავრობა აცხადებს, რომ იძიებს ინფორმაციას მულა ომარის გარდაცვალების შესახებ. ზოგიერთი მედია საშუალება ამ ინფორმაციის წყაროდ ავღანეთის მთავრობის მაღალჩინოსნებს ასახელებს. ინფორმაციას ასევე უარყოფენ ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართული ადამიანები და აცხადებენ, რომ ამით მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ჩაშლა სურთ, რომელიც ამ კვირის ბოლოს პაკისტანში უნდა გაიმართოს. თვის დასაწყისში მის მიერ გავრცელებულ ბოლო განცხადებაში მულა ომარი მხარს უჭერდა ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ამბობდა, რომ მას ხელს არ შეუშლიდა, თუ ამით რეგიონში ამერიკის მიერ წარმართული უცხოური ოკუპაცია დასრულდებოდა.

მულა ომარი 2001 წელს თალიბანის ლიდერი იყო, ამერიკის მთავრობას მისი მკვლელობისთვის ჯილდოდ 10 მილიონი ამერიკული დოლარი ქონდა დაწესებული.

XS
SM
MD
LG