ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები ვაზიანში


სამხედრო წვრთნები ვაზიანში
სამხედრო წვრთნები ვაზიანში

მრავალეროვნული სამხედრო სწავლებასაველესთან ერთად, საშტაბო მომზადებასაც მოიცავს. სწავლების ფარგლებში შექმნილი მრავალეროვნული ბრიგადის შტაბი ძირითადად, ქართველი სამხედროებითაა დაკომპლექტებული.

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, დასასრულს უახლოვდება საერთაშორისო, მრავალეროვანი სამხედრო სწავლება „მებრძოლი სული“, (Agile Spirit 2015) რომელშიც, წელს ხუთი ქვეყნის მებრძოლები მონაწილეობენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების მხრიდან წვრთნაში ჩაბმულია მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონი. ამ შენაერთმა 2013 წლის, მაისს-ივნისის პერიოდში, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში 10 ჯარისკაცი დაკარგა.

მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ნატოს ჯარისკაცი იყოს მუდმივად, სხვადასხვა წვრთნებითა და როტაციით საქართველოში. ეს 300-მდე ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც ჩვენთან ერთად არის, ისევე როგორც ლიტველი, ლატვიელი, რუმინელი და ბულგარელი ჯარისკაცები, საუკეთესო დაცვა არის ჩვენი ქვეყნისთვის.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელრაც შეეხებათ, „მებრძოლი სულის“ სწავლებაში ტრადიციულ პარტნიორებს - ამერიკელებს - ისინი, ამჯერად, საზღვაო ქვეითთა კორპუსის 220 მებრძოლით არიან წარმოდგენილნი. მათ გარდა, წვრთნებში, ოცეულის დონეზე, მონაწილეობენ ბულგარელი, რუმინელი, ლატვიელი და ლიტველი სამხედროები.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-3-ის ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის, ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე ამბობს:

“ერთმანეთის უნარებსა და გამოცდილებას ვიზიარებთ, ტექნიკას, ტაქტიკას და პროცედურებს ვაცნობთ ერთმანეთისას... ერთად ვმუშაობთ, სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს და ძალიან მნიშვენლოვანია კომუნიკაციის საკითხების აღმოფხვრა. ძალიან დადებითი გამოხმაურებაა ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, რომლებიც მონაწილეობენ ამ სწავლებაში.“

მრავალეროვნული სამხედრო სწავლებასაველესთან ერთად, საშტაბო მომზადებასაც მოიცავს. სწავლების ფარგლებში შექმნილი მრავალეროვნული ბრიგადის შტაბი ძირითადად, ქართველი სამხედროებითაა დაკომპლექტებული. წვრთნების მიზანს კონვენციური ოპერაციების დროს, ურთიერთქმედების დახვეწა და სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ტაქტიკის გაცნობა წარმოადგენს.

გარდა, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნებისა, 2015 წლის სწავლებაში, დამკვირვებლის სტატუსით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ორი ქვეყნის - მოლდოვეთისა და სომხეთის - წარმომადგენლებიც არიან ჩართული.

სამხედრო სწავლება „მებრძოლი სული 2015“ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება. უელსის სამიტზე მიღებული პაკეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სწავლებების ჩატარებაა.
თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ რაც მეტი ნატოელი ჯარისკაცი იქნება ჩვენს მიწაზე, მით უფრო კარგად იქნება დაცული საქართველო.

„მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ნატოს ჯარისკაცი იყოს მუდმივად, სხვადასხვა წვრთნებითა და როტაციით საქართველოში, ეს 300-მდე ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც ჩვენთან ერთად არის, ისევე როგორც ლიტველი, ლატვიელი, რუმინელი და ბულგარელი ჯარისკაცები, საუკეთესო დაცვა არის ჩვენი ქვეყნისთვის.“

2015 წლის პირველ ნახევარში, ამერიკულ-ქართულ სამხედრო თანამშრომობას ინტენსიური ხასიათი აქვს. მაისში, ვაზიანში, გაიმართა პირველი ერთობლივი, ტაქტიკური სწავლება „ღირსეული პარტნიორი“, რომელშიც 500-მდე ამერიკელი ჯარისკაცი მონაწილეობდა.
ივნისში, ბათუმში მეგობრული ვიზიტით შემოვიდა ამერიკის სამხედრო-ზღვაო ძალების ნაღმოსანი „ლაბუნი“. ივლისის დასაწყისში კი, ისევ ვაზიანში სტარტი აიღო სამხედრო სწავლება „მებრძოლმა სულმა“, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება.სამხედრო წვრთნები ვაზიანში ამჯერად, 22 ივლისამდე გასტანს.

XS
SM
MD
LG