ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს სამხედროებმა ორი ავღანელი ჟურნალისტი გაანთავისუფლეს


ნატოს სამხედროებმა ორი ავღანელი ჟურნალისტი გაანთავისუფლეს
ნატოს სამხედროებმა ორი ავღანელი ჟურნალისტი გაანთავისუფლეს

ნატოს სამხედროებმა გაანთავისუფლეს ორი ავღანელი ჟურნალისტი, რომელბსაც თალიბებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდნენ.

ავღანელი ჟურნალისტები მუჰამედ ნადერი და რაჰმატულა ნეკზადი საკუთარ სახლებში აიყვანეს. ისინი კატარში მდებარე არაბული ტელეკომპანია ალ-ჯაზირას თანამშრომლები არიან. ერთ-ერთი მათგანი ასევე წარმატებით მუშაობდა AP-ს სააგენტოსთან.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ჟურნალისტებს თალიბანის პოპულარიზაციაში ადანაშაულებდა, თუმცა პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის პროტესტის შემდეგ იძულებული გახდნენ ისინი გაენთავისუფლებინათ.

თავის მხრივ ტელეკომპანია ალ-ჯაზირა აცხადებს რომ ნატო უკმაყოფილოა ავღანეთის ომის გაშუქებით და ამგვარი მეთოდებით ცდილობს საკუთარი პოლიტიკის გამართლებას.

XS
SM
MD
LG