ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ჯარისკაცები ვარდაკიდან გამოდიან


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ პროვინციიდან ამერიკელი ჯარისკაცების გამოყვანას დაუჭირა მხარი

ამერიკელი გენერლის ჯოზეფ დანლოფის განცხადებით, ავღანეთის ვარდაკის პროვინციიდან ამერიკელი სამხედროების გამოსვლის შემდეგ მათ ავღანეთის უშიშროების ძალები ჩაანაცვლებენ.

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ პროვინციიდან ამერიკელი ჯარისკაცების გამოყვანას დაუჭირა მხარი ადგილობრივი გლეხების საჩივრების გამო, რომლებიც ამერიკელებს მშვიდობიანი მოსახლეობის წამებასა და მკვლელობებში ადანაშაულებენ, რასაც ისინი კატეგორიულად უარყოფენ.

შეერთებული შტატების არმიის სარლობის აზრით, ვარდაკის პროვინციიდან ჯარების გამოყვანა ავღანელი პარტიზანების გააქტიურებას გამოიწვევს, ვარდაკი კი ქაბულიდან მხოლოდ 25 კილომეტრით არის დაშორებული.
ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ნატოს და შეერთებულ შტატებს თალიბებთან საიდუმლო მოლაპარაკების გამართვაში ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG